დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის  დაბადების დღეა

Похожее изображениеზვიად გამსახურდია საქართველოს პირვლი პრეზიდენტი 1991 წლის მარტში გახდა. 1993 წლის ოქტომბრის დამლევს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში. ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მორიგი წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდელებმა ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს.Картинки по запросу გამსახურდია რეფერენდუმზე

,,31 მარტი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და გამსახურდიას დაბადების დღე. ჩვენ კიდევ ერთხე გამოვხატავთ მის მიმართ მადლიერებას, რადგან მან მოახერხა დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ერის კონსოლიდაცია, რაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ხალხის სრული მხარდაჭერით გამოიხატა, მოგვიანებით კი საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს ყველაფერი პირველი პრეზიდენტის სახელთანაა დაკავშირებული. მიგვაჩნია, რომ იყო გამორჩეული ფიგურა და თაობები მომავალში კიდევ უფრო დააფასებენ მის ღვაწლს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

დღესვე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა, მონაწილეებმა ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიებისთვის.

image_pdfimage_print

Comments

comments