საქართველოში 43000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

Похожее изображениеსაქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში  150 186 ბავშვი  ცხოვრებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. არასათანადო პირობებში მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 000 ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 – ჩვილია.

 “ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე  კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო  პირობების გამო გაიყვანეს”.– აღნიშნულია ანგარიშში.

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ.  საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება.   60 000-დან 65 000 ქულამდე – 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც  „UNICEF” რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით.

 ”749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა”. –ნათქვამა ანგარიშში.

347-გვერდიან დოკუმენტში  ნინო ლომჯარია გასულ წელს  სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას.

image_pdfimage_print

Comments

comments