“რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს”

Похожее изображениеირაკლი კობახიძე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას რელიგიური თემით სპეკულირებას უწოდებს  და აღნიშნავს, რომ  ფოფხაძის მხრიდან  გადაცდომას და თანაგუნდელების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

„საპარლამენტო უმრავლესობა განაგრძობს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის.

„საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მიიღო.

image_pdfimage_print

Comments

comments