გარდაიცვალა ლეილა აბაშიძე

Картинки по запросу ლეილა აბაშიძეცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკაში რამდენიმე თვის წინ  თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ეკრანზე პირველად  1941 წელს ფილმში “ქაჯანა” გამოჩნდა,  სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში “შეხვედრა წარსულთან” ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები. ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან  კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

image_pdfimage_print

Comments

comments