პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებ–გვერდზეა შესაძლებელი

Картинки по запросу ციტი პარკი პარკინგიდღეიდან თბილისში პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებ–გვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძლებელი.  როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ჯარიმების ოდენობა და პარკირების საშვების მოსაკრებლის ღირებულება უცვლელი რჩება.

სატრანსპორტო კომპანია “სითი პარკის” თანამშრომლების ნაწილთან გააგრძელებს მუშაობას. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის  მამუკა კობახიძეს თქმით, “სითი პარკში” 145-მდე თანამშრომელი იყო და აქედან მერიასთან თანამშრომლობის სურვილი 102-მა გამოთქვა. აქედან 10 ევაკუატორის მძღოლია, 102 კი კონტროლიორი. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 1 თვის ვადაში კეთილმოეწყობა ქალაქში პარკირების სისტემა, პარალელურად კი მიდის სამუშაოები, რათა საპარკინგე ადგილები გაიზარდოს.

დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. დღესვე თბილისის ქუჩებში “სითი პარკის” აბრების დემონტაჟი დაიწყო. პარალელურად თბილისის პარკინგის ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა. სამსახურის კონტროლიორებს ახალი უნიფორმები აქვთ, ასევე განახლდა ავტოპარკი და საევაკუაციო ტექნიკა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments