მოსახლეობის ნაწილი საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევის მომხრეა


Похожее изображениеსაქართველოს მოსახლეობის ნაწილი საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევის მომხრეა. ამას “კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული სოციალური კვლევაც ადასტურებს.

“საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა არსებული ასაკობრივი ზღვარის დაწევის მომხრეა. კერძოდ, ქალებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად რესპონდენტთა 70%-მდე ასახელებს 55 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად 72.2% ასახელებს 60 წელს.

რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედი კიდევ უფრო ამცირებს საპენსიო ასაკის ზღვრებს და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ქალებისთვის ეს ზღვარი განისაზღვროს 50 წლის მიჯნაზე, ხოლო მამაკაცებისთვის – 55 წლის მიჯნაზე.

bm.ge