"ქართული მარში" უპრეცენდენტო აქციას – "სასიკვდილო შიმშილობას" აცხადებს


როგორც ორგანიზაციის ერთერთი ლიდერი  სანდრო ბრეგაძე ამბობს,  დააყენებენ იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც, რომლებმაც  “ქართული მარშის”  წევრების დაკავება დაგეგმეს. მისი  თქმით, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი, ასევე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ ქართული მარშის წევრებზე ზეწოლის შემსრულებლები არიან.

„ეს არ იქნება წინა აქციებივით, რომლებიც უფრო დიეტას ჰგავდნენ. ეს იქნება 1981 წლის ირლანდიელი პატრიოტების მიერ დაწყებული აქციის მსგავსი – „სასიკვდილო შიმშილობა“, რომელსაც მაშინ სამწუხაროდ 10 ირლანდიელი პატრიოტი შეეწირა“ – თქვა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან პოლიციამ ქართული მარშის წევრები დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

“ლიბერალი”