ვალების ქვეყანა– ევროკავშირმა საქართველოს € 45 მილიონი გამოუყო

Картинки по запросу euroევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის €45 მილიონი  გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა. თანხა საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას მოხმარდება.

„ეს დახმარება მოხმარდება საქართველოს ფინანსურ საჭიროებებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას“, – ნათქვამის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დახმარებას საქართველო გარკვეული ფინანსური პირობებით მიიღებს. ეს მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები წინასწარ იქნება გაწერილი საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა, არსებული დეფიციტისა და მაღალი საგარეო ვალის გამო, მოწყვლადია. ეს არის ევროკავშირის დახმარების მესამე პაკეტი, რომელსაც საქართველო 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ მიიღებს.

image_pdfimage_print

Comments

comments