"Freedom House-ის ანგარიში უკიდურესად არაობიექტურია"


Картинки по запросу კვირიკაშვილისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Freedom House-ის დასკვნას  “უკიდურესად არაობიექტურს და დაუბალანსებელის” უწოდბეს.

“Freedom House-ის” შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილი და მე ვფიქრობ Freedom House ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ დაუბალანსებელ ინფორმაციას ავრცელებს, შეფასებებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც არაობიექტურ ინფორმაციასა და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით.

„2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში, შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, თუმცა მთავარი ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში, არის დემოკრატიის მაღალ ხარისხში აყვანა მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების დარგში მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. 2017 წლის მონაცემებით, ეს მაჩვნებელი არის 70 ქვემოთ, რაც ჩემი აზრით არის უდიდესი პროგრესი.”–  განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

Freedom House-ის დასკვნა გააკრიტიკა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

Freedom House-ის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07 ქულით გაუარესდა. ანგარიშის თანახმად, თავისუფალი მედიის რეიტინგი 4.00 ქულიდან 4.25 ქულამდე დაეცა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სარედაქციო პოლიტიკის აშკარა პოლიტიზირებულობის, კრიტიკულ მედია არხზე „რუსთავი 2“-ზე ზეწოლისა და პრო-სამთავრობო კერძო ტელევიზიებს შორის მესაკუთრეობის საკითხის კონსოლიდირების გამო.