„ენგურჰესის” ელექტროენერგიას თითქმის მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს

Похожее изображениеწინა წელთან შედარებით 2018 წლის თებერვალში  ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ჰიდროენერგია 64.3% -ით გაიზარდა.  119.6%-ით გაიზარდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება წინა წლის თებერვალთან შედარებით, როცა ენგურჰესი გვირაბის ექსპერტიზის მიზნით იყო გაჩერებული.  ენერგობაზრის კვლევას საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტი” აქვეყნებს. 

ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 94.8% აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სხვა ჰესების გენერაციაც, რაც გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიური პირობებით და ასევე, დერეგულირებული სადგურების კატეგორიაში ახალი ჰესების- დარიალიჰესითა და და ხელვაჩაურჰესის დამატებით. ელექტროენერგიის შიდა მოხმარება თებერვალში წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, რაც დაგეგმილზე მცირედით, 2.5%-ით ნაკლებია.

მოხმარების ზრდა გამოწვეული იყო სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების ზრდით: „ენერგო-პრო ჯორჯიას” მოხმარება წლიურად 16.3%- ით გაიზარდა, რაც ახალი აბონენტების დამატებას უკავშირდება; გიზარდა „თელასის” მოხმარებაც- წლიურად 2.3%-ით. ელექტროენერგიის ექსპორტი 2018 წლის თებერვალში არ განხორციელებულა, ხოლო ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 13.4 მლნ. კვტ.სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის იმპორტმა 167,9 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. იმპორტის საშუალო ფასი თებერვალში 52.2%-ით გაიზარდა კვტ.სთ-ზე 5.3 აშშ ცენტი შეადგინა. 2017 წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი სუბსიდირებულ ფასად განხორციელდა, სალხინოს ელექტროგადამცემი ხაზით. იმპორტის საშუალო ფასის ზრდის მიუხედავად, ელექტროენერგიის საბალანსო ფასი 2018 წლის თებერვალში წლიურად მხოლოდ 3.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.3 აშშ ცენტი შეადგინა. ასეთი მცირედი ზრდა იმპორტის მოცულობის შემცირებით აიხსნება.

image_pdfimage_print

Comments

comments