ქალბატონები გოგრის დაგემოვნების შემდეგ გამელოტდნენ


Картинки по запросу лысина и тыкваსაფრანგეთში ორი ქალბატონი მას შემდეგ გამელოტდა, რაც გოგრისგან დამზადებული კერძბი დააგემოვნეს. ერთმა ქალბატონმა თავი შეუძლოდ გოგრის წვნიანის მირთმევის შემდეგ იგრძნო . მას ღებინება და დიერეა აღენიშენბოდა. ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ თავზე თმა თითქმის მთლიანად გასცვივდა. 

მეორე ქალბატონმა გოგრის კერძს ოჯახურ სადილზე გაუსინჯა გემო. ნათესავებმა საკმაოდ მწარე გემოს მქონე კერძზე უარი თქვეს, ქალბატონმა კი პირიქით, დამატებითი  პორციაც მიირთვა. თმა მას სამი კვირის შემდეგ გასცვივდა. ორივე პაციენტს თმის ცვენა  რამოდენიმე თვის შემდეგ შეუჩერდა, აღდგენის პროცესი   ნელ–ნელა მიმდინარეობს.

სპეციალისტები მსგავს მოწამვლას გოგრის ტოქსიკურ სინდრომს უწოდებენ, საშიში ნაყოფის ამოცნობა ძალზე მწარე გემოს მიხედვითაა შესაძლებელი.  ფრანგი მკვლევარების მონაცემთა თანახმად 2012–2016 წ.წ.  საკვებით მოწამვლის  353 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ნახევარი ტოქსიკური გოგრით მოხდა, რომელიც სავაჭრო ქსელში შეიძინეს.  გოგრით მოწამვლის სიმპტომებია : ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ზოგჯერ გაუწყლობა, თავის ტკივილი და თავბრუხვევა. აღსანიშნავია, რომ გამელოტება როგორც სიმპტომი  პირველად დაფიქსირდა.

 Ars Technica