"იავნშვილმა საკუთარი ქონებით უნდა აგოს პასუხი"


 ÐŸÐ¾Ñ…ожее изображениеმიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საბანკო  სექტორის საკითხებიც განიხილა.

ექს–პრეზიდენტის თქმით  დღეს ქვეყანას ივანიშვილი მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით და ანგრევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ეკონომიკას, ამავე დროს  გაზრდილია საბანკო პროცენტები, რაც ბევრად აღემატება ევროპისა და მათ შორის სომხეთის საბანკო განაკვეთებს.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ  პოლიტიკას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს,  რომ 2012 წელს, მისი მმართველობის ბოლო პერიოდში, ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა კი გაზრდილია და ის 30 მილიარდზე მეტია, ბანკების სუფთა მოგება  გაიზარდა 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე.

„გამიხარდებოდა ეს რომ მომხდარიყო ხალხის გამდიდრების ფონზე, მაგრამ ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, პირველ რიგში ამ ბანკების გამო, . ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს ციფრი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება.

2012 წლის შემდეგ ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილია. ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები… საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს საქართველოში აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მის თქმით, ევროპაში, სადაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი 11 %–ია, თურქეთში მაქსიმუმ 16%, სომხეთში  7%,  საქართველოში კი  25%. ბანკები ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებენ ფულს.

“ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა.  ცალკე საკითხია, როგორ მოითბო თქვენს გაჭირვებაზე ხელი თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა. 2012 წელს მისი ბანკის საერთო კაპიტალი შეადგენდა 400 მილიონ ლარს, ახლა კი 2 მილიარდი ლარია,  ყველა დაავალდებულა, რომ სახელმწიფო უწყებების ანგარიშები გადაიტანონ მის “ქართუ ბანკში„ – განაცხადა სააკაშვილმა.

ენემ–ს ლიდერი ამტკიცებს, რომ  ივანიშვილმა გააკეთა კარტერული შეთანხმება და მოიქცა ზუსტად ისე, როგორც 90-იან წლებში რუსეთში მოიქცა საბანკო სექტორი, როცა შვიდი ბანკის მმართველობამ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშალა:

„საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 % წამოიღო თავად ივანიშვილმა…ამათ შექმნეს თავისი ბანკის კონტორა. ამავე გარიგებაში შემოყავთ პატარკაციშვილების კარის მოლარე, საერთაშორისო აფერისტი გავრილოვი; წამოიღეს “სოსიეტე ჯენერალი”, უერთებენ ბანკებს და პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში –  ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი და მე ვიტყოდი, რომ საქართველოს მტერი, რადგან ისინი არიან მევახშეები და ანადგურებენ ქვეყნსი ეკონომიკას, ისინი შედიან ყველა ბიზნესში, ადებენ ბიზნესმენს ვალს და ყევლაფერს იდებენ ჯიბეში. მთელი საქართველო ხდება მთავარი მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების საკუთრება, ჩვენ გვპარავენ მომავალს და საქართველო რჩება პერსპექტივის გარეშე“.

ექს–პრეზიდენტი  საპენსიო რეფორმასაც  მთავრობის  მორიგ აფიორას უწოდებს და აცხადებს, რომ  მალე თითოეული მოქალაქე მთავარი მევახშის – ივანიშვილის საკუთრება იქნება. ამ ყველაფრისგან გამოსავალს კი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.

„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო.  ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  – ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე  გავაკეთებთ  უსამართლო ვალების და კრედიტების სიას   (ეს არის ვალების აბსოლუტური უმრავლესობა)  და დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით, იავნშვილმა უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე და ტყუილებზე და მან უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქონებით. ეს მოხდება თუ ჩვენ ყველანი დავირაზმებით“ – აღნიშნა ენმ–ს ლიდერმა.