“დანაშაულის სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია“

„ჩვენ როგორც კი წლის ბოლოს დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია და სტატისტიკა არის ღია. შესაბამისად, ამ სტატისტიკის ნახვა ყველასთვის არის შესაძლებელი. არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა გვაქვს და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. არის დანაშაულები, სადაც, ასევე, გვაქვს კლება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე, ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც, პირველ რიგში, ეხება კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით მიერ გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებით ჩანს, რომ საგანგაშო რიცხვზეა საუბარი.

„შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ის პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments