“პარლამენტში “ევროპული საქართველო” და “ოცნება” ახალ უმრავლესობას ქმნიან”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ  პარლამენტში ახალი უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს.

როგორც აბაშიშვილი განმარტავს, ახალ საპარლამენტო უმრავლესობაში “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” მოიაზრება.

“საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება”,- თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განმარტება გააკეთა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ, რომელიც წარსულში სწორედ პრეზიდენტმა შეიწყალა.  ამ ფაქტის გახმაურებას ოპოზიციასა და უმრავლესობაში კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments