აფრიკაში დღემდე უცნობი უძველესი ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ფრანგმა არქეოლოგებმა სუდანში უცნობი ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს, რომელიც უძველეს კუშიტურ ენაზე დაწერილ ტექსტებსა და ტაბულებისგან შედგება. ნაპოვნი  ნივთების ასაკი 2700 წელს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კუშიტური წარწერების  ბოლომდე  გაშიფვრა ყოველთვის ვერ ხერხდება. 

არქეოლოგიური გათხრების ადგილი მდებარეობს სედეინგში, სადაც ძვ. წ.ა. XIV ს. ნატაძრალია, რომელიც თავის დროზე  ეგვიპტეს ფარაონის ამენხოტეპ III -ის მეუღლეს, ტიას მიუძღვნეს. ჩვ. წ. VII საუკუნიდან ეს ადგილი ნეკროპოლად, “მკვდარ ქალაქად” იქცა, რომელიც  80 პირამიდას და ასობით სამარხს მოიცავს.

სამარხის  კედლებსა და სტელებზე   განთავსებული ტექსტები მეროიტულ ანუ კუშის სამეფოს ენაზეა შესრულებული. ეს ენა სუდანსა და ნუბიაში ჩვ.წ.ა V ს–მდე გამოიყენებოდა. კუშის სამეფო ეგვიპტემ ფარაონ ტუტმოს I–ის მმართველობის დროს დაპიყრო. მეროიტის ანბანი ძველეგვიპტური ანბანის საფუძველზე შეიქმნა, თუმცა ზოგიერთი წარწერა დღემდე არაა ბოლომდე გაშიფრული.

image_pdfimage_print

Comments

comments