სახელმწიფოს კუთვნილი შენობები შესაძლოა სეისმომდგრადობაზე შეამოწმონ

Похожее изображениеთბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები შესაძლოა სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს. რაც შეეხება ახალმშენებარე ობიექტებს,  კომპანიამ ყველანაირი დასკვნა მშენებლობის ნებართვის მიღების დროს უნდა წარადგინოს.

“უკვე აშენებული სახელმწიფო შენობები შესაძლებელია გადავამოწმოთ. შეგვიძლია ამის დაგეგმვა, თუ არსებობს პრობლემური შენობა-ნაგებობები, იქ მოვიქცევით ისე, როგორც ბაღების შემთხვევაში მოვიქეცით, სახელმწიფო საკუთრებებს ვგულისხმობ, კერძო საკუთრებებს ჩვენ ვერ ვეხებით”, – განაცხადა კალაძემ.

შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელ ორგანიზაციების თქმით, საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია.

image_pdfimage_print

Comments

comments