ADB გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს. ინფორმაცის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება. გიორგი კობერიძემ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით 2017 წელს დასრულდა, რომლის შედეგად გუდაურის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სამთო-სათხილამურო კურორტზე წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას  ბანკის გენერალური დირექტორი  ვერნერ ლიპახი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად ადგილზე  გაეცნო.  ვერნერ ლიპახი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე ინფრატსრუქტურულ პროექტებს, დაგეგმილი სამუშოების ადგილმდებარეობას და არსებულ ვითარებას გაეცნო.

image_pdfimage_print

Comments

comments