მომავალი კვირიდან თბილისში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება

Картинки по запросу электробусროგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას.

„ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია მიდის მსჯელობა. გადავწყვიტეთ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავად შეაფასონ ჩვენი ავტობუსი და დარწმუნდენ, რამდენად ეკო-მეგობრული და კომფორტული ტრანსპორტია. რაც შეეხება მომსახურებას, ელექტროავტომობილი სატესტო რეჟიმში მგზავრებს სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში 61-ე სამარშუტო ხაზის საშუალებით მოემსახურება“, – განმარტავს პატარაია.

როგორც მურმან პატარაია აღნიშნავს, შემდეგი ეტაპია ამწყობი ქარხნის მშენებლობა, რომლის სავარაუდო მდებარეობა თბილისი ან მისი მიმდებარე ტერიტორია  (რუსთავი ან მარნეული) იქნება.

„ახლა მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 3-4 თვეში უნდა დასრულდეს და შემდგომ დავიწყებთ ქარხნის მშენებლობასაც. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და შესაბამისად ელექტროავტომობილები დაახლოებით ერთი წლის თავზე უნდა რეალიზდეს“, –  განმარტავს პატარაია.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც კომპანია „ფრეგობასი“ უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს, არის  გაზისა და დიზელის ავტობუსების ეკონომიკური შედარება ელექტროავტომობილებთან. კომპანია“ფრეგობასმა“  ჩინური კორპორაცია ZTE Corporation-სა და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსიების წარმოება 2017 წლის ნოემბერში დაანონსა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments