აურზაური “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” კანონის ირგვლივ

Картинки по запросу კვიციანი ემზარ კვიციანის კანონპროექტს  “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ პარლამენტში და სასულირო პირთა წრეში აქტიური განხილვა მოყვა.  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მოითოხვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.

„ჟურნალისტების, არასამთავრობოების მეშვეობით, ისევ ქართველების ხელით, როგორც რუსეთი აკეთებდა ყოველთვის, იგივეს აკეთებენ ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ჩვენ ჩვენი კანონები არ მივიღოთ და არ მიგვაღებინონ. ერთმანეთში ურევენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას და ცილისწამებას. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ გვმართონ როგორც მათ უნდათ ისე. ცეცხლი გადმოდის მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქზე, ეს არის ერთადერთი ნიშანი, რომელსაც ვერაფერი ამოხსნა ვერ უპოვეს ჩვენმა მტრებმა” – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეს თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობის.

„საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენს – იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება.

ამდენად ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა. საჭიროა შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს იმას, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება… ვფიქრობთ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკები ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, – აღნიშნა მამა  გიორგი ზვიადაძემ.

 

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვაერი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ რელიგიური შეურაცხყოფის კრიმინალიზება ქვეყანას შუა საუკუნეებში დააბრუნებს. ხოლო  აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი კი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტი მათაც უნდა გააცნონ.

რელიგიური გრძნობების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივას დღეს პრემიერის თანამშწე სოფიო ჯაფარიძეც გამოეხმაურა.

“გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ გამოხტვის თავისუფლებას აქვს გარკვეული შეზღუდვები და ის ვრცელდება იმ პროცესებზე, როცა სხვა ადამიანის უფლებების ირღვევა. მე ვფიქრობ, რომ დღეს საკმარისად დარეგულირებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და ამ ეტაპზე რაიმე ახალი შეზღუდვის შემოღების საჭიროებას ვერ ვხედავ”, – განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კანონი თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს სასულიერო და საერო პირებზე.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. პროექტი 24 აპრილს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს, თუმცა კენჭისყრიდან მოიხსნა, ვინაიდან გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

image_pdfimage_print

Comments

comments