გიორგი ბახტურიძე:"მოსახლეობის 90% ითხოვდა ამ კანონის შემოღებას"


Картинки по запросу გიორგი ბახტურიძედღეიდან ძალაში შედის კანონი  “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომელიც  საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.  კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას გულისხმობს, ხოლო  დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს  ჯარიმა დაეკისრება.

“საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე აღნიშნავს, რომ  მოსახლეობის 90 %  ამ კანონის მიღებას წლების განმავლობაში ითხოვდა.

“ყვალაზე მნიშვნელოვანი ამ კანონის არსი გახლავთ ის, რომ ასობით ათასი მოქალაქე ამოისუნთქავს –  ვინც  პასიური მწევლობის ქვეშ იმყოფება, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან დასაქმებულები არიან  რესტორანებში, სლოტ კლუბებში, სალონებში, ნებისმიერ ოფისში სადაც თამბაქოს ეწევიან. დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მომხრეები მის სადარაჯოზე იქნებიან.  ეს ჯარიმებზე დაყრდნობილი კი არა, თვითაღსრულებაზე დაყრდნობლი კანონი იქნება, რადგან საზოგადოებაში განწყობა, მათ შორის მწევლებში, არის ძალიან პოზიტიური,” – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ  “იბერიას” ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში მოსახლეობის 40% თამბაქოს მომხმარებელია –  მამაკაცების 60% და ქალების 15% ეწევა. თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით კი საქართველოს ევროპაში პირველი ადგილი უკავია.

https://youtu.be/3yoniFL64Oc