“ქართულ ოცნებას” განახლებული პოლიტსაბჭო ჰყავს

Похожее изображение“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა. საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირველი ნომერი:

„პოლიტსაბჭოს განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერია ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ახალი შანსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქვეყნისთვისაც. მთავარი საზომი არის ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და ისევ მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  11 მაისს რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს. ყოფილი პრემიერის თანხმობა გიორგი კვირიკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების შეთავაზებაზე პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ 26 აპრილს გახდა ცნობილი.

 

image_pdfimage_print

Comments

comments