„ფიზიკური აღზრდის” კანონის განხილვაში მოსახლეობაც იქნება ჩართული

პროექტის მიზანი საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმა, სპორტის ხელმისწვდომობის უზრუნველჰყოფა და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვების წესის დამკვიდრებაა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებოით კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე წარდგენილ იქნა გზამკვლევი სადაც დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიის შემუშავების ეტაპები და განსახორციელებელი ღონისძიებები. მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ კანონის შემუშავებასთან დაკავიშირებით, დღეიდან დაგეგმილია რეგიონალური შეხვედრებიც.  საჯარო კონსულტაციების პროცესის წარმართვას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი უზრუნველყოფს. „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.

1tv.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments