სასამართლომ “აიისას” არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა

Картинки по запросу судთბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. “აიისა”-ს 500 ლარის გადახდა დაეკისრა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა არაეთიკური იყო –  მასზე  თამარ მეფე, ქართლის დედა და ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ტექსტებია დატანილი. მომჩივანი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იყო. მერიამ “აიისას” რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 27 აპრილს შეუდგინა.

“არ არსებობს უფლება, რომ ვიღაცამ სხვისთვის ღირებული რაღაც შეურაცხმყოფელი ფორმით გამოიყენოს. გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს. თამარ მეფე მთელი საქართველისთვის და ქართველებისთვის მეფეთა მეფეა, ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფომ ასეთი უფლება უნდა დაიცვას, ალბათ, იმ ადამიანს რაღაც ფსიქიკაში ნორმალურად არ აქვს ჩამოყალიბებული. მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. ყველას უნდა გვქონდეს სამოქალაქო მოვალეობა, რომ სხვის უფლებებს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ერთმანეთის გრძნობებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ესეც არის სიკეთე”, -ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრენდ “აიისა”-ს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. ხოლო 30 მარტს კომპანიამ განაცხადა, რომ ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ.

19 აპრილს პარლამენტთან კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments