საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია – 139% (73122), ჩეხეთი – 90%(21288), დიდი ბრიტანეთი – 89% (40740), ყაზახეთი – 84% (1108938), ნიდერლანდები – 83% (29793), სამხრეთ კორეა 76% (31380), ბელარუსი – 75% (321258), გერმანია – 66% (241540), ლიტვა – 51% (172020), რუსეთი – 47% (16246021), ლატვია – 32% (526380), უკრაინა – 27% (2389280), პოლონეთი – 24% (1012774), ესტონეთი – 19% (1858926), აშშ – 4% (105568) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (16246021), უკრაინა (2389280), ჩინეთი (1802792), ყაზახეთი (1108938) და პოლონეთი (1012774). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.  საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

image_pdfimage_print

Comments

comments