“დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შიში”

Похожее изображениеსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ჩუგოშვილის  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შიშია“.

„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტიურად დაიშალა. რეალურად, ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში. სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიშის გამო, მათ უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენს მოწოდებაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ თუ ასეთ ბრალდებები იყო, ან იმპიჩმენტი მოეწყოთ, მათ ფაქტიურად, ვერაფერი გაბედეს. ასეთი უკან დახევის ფონზე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მანამდე დღეს პარლამენტის ვიცესპიკერმა განაცხადა, რომ შეწყალების სკანდალთან და პრეზიდენტის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი გამოძიების დაწყება არ იგეგმება.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვა, განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. მან არც კორუფცია გამორიცხა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments