“ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს და შესაძლოა, ომი დაიწყოს“– ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი

Похожее изображениеბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების უარყოფა (რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი) შეცდომა იქნება. აღნიშნული შეთანხმება  საუკეთესო გარანტიაა იმისა  რომ, თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, მხოლოდ ირანი გაიმარჯვებს. ჯონსონი ასევე დაეთანხმდა დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომ თეირანის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი იზიარებს პოზიციას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა მიიღოს. ჯონსონის შეფასებით, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (VCPR) სისუსტეები აქვს, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია.

„ამისთვის დიდი ბრიტანეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ასევე ჩვენი ფრანგი და გერმანელი მოკავშირეების ადმინისტრაციასთან მუშაობს”, – დასძინა მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულებიდან აშშ-ის გაყვანით იმუქრება. ამავე დროს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს არ მიაჩნია, რომ აშშ–ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომი უნდა, თუმცა ომის დაწყების საშიშროებას არ გამორიცხავს.

„ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს და შესაძლოა, ომი დაიწყოს“ – განუცხადა გერმანულ ჟურნალს, „შპიგელს“ ემანუელ მაკრონმა.

ირანის თემას გამოეხმაურა გერმანიის პრეზიდენტიც.  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული გარიგების შეწყვეტას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში შტაინმაიერმა გაიხსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადება, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერით სავარუდოდ, ომი აღიკვეთა. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია და ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ შეთანხმება ჩაიშლება და ახლო აღმოსავლეთში დაიწყება შეიარაღების ზრდის ახალი ეტაპი. ირანთან შეთანხმების შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც.

ირანთან შეთანხმების შეწყვეტას, ან შეცვლას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც დღეს არსებულ ვარიანტს უალტერნატოვოს უწოდებს.

ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.

image_pdfimage_print

Comments

comments