სტუდენტებმა 200–მდე ტურისტული კომპანიის კვლევის ანგარიში წარადგინეს


Фото Giorgi Sharvashidze.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევის ანგარიში წარმოადგინა, რაც 200-მდე ტურისტული კომპანიის გამოკითხვის შედეგია.

კვლევაში 15 უნივერსიტეტის და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა იყო წარმოდგენილი.

„თსუ-დან სტუდენტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო ჩართული, ყოველი მათგანი არის ტურიზმის მომავალი მენეჯერი. ანუ ის ადამიანები, ვინც უნდა მართოს ეს სისტემა მომავალში. ტურიზმის სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევა საინტერესო იმ თვალსაზრისითაც, რომ მომავალ პროფესიონალებს ეძლევათ საშუალება, გამოცადონ საკუთარი ძალები, რეალურ სივრცეში და რეალურ დროში შეისწავლონ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს მზარდ ტურისტულ ბაზარზე. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვეძახით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებას. ეს უნდა იყოს სწავლებისა და მომავალი დასაქმების ძალიან მჭიდრო კავშირი, რაც მოხერხდა ამ პროექტის ფარგლებში.“– განაცხადა თსუ–ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.