ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდასომხეთის პარლამენტმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციური ფრაქციის, „ელკის თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 105-დან 59-მა დეპუტატმა.

ფაშინიანის წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 42-მა წევრმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას მხარი დაუჭირეს ფრაქციებმა „ელკმა, „დაშნაკციუთუნმა და „ცარუკიანმა და საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის დეპუტატთა ნაწილმა. პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდებოდა სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა.

ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, სომხეთის სახელისუფლებო პარტიამ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი არ დაუჭირა, რასაც სომხეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ კი, მმართველ „რესპუბლიკურ პარტიაში პოზიცია შეცვალეს და წინასწარ განაცხადეს, რომ ოპოზიციის კანდიდატს მხარს დაუჭერდნენ. საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ფაშინიანი განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობასაც.

გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ის შეეცდება ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ვითარებას უპასუხებს, ხოლო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთანავე, მზად არის თანამდებობა დატოვოს. რაც ეხება საგარეო პოლიტიკას, სომხეთის ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი არ აპირებს ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლას. ფაშინიანი შესაძლებლად მიიჩნევს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას რუსეთთან და დასავლეთთანაც.

ცნობისთვის რავალკვირიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს, სომხეთში შეიცვალა პოლიტიკური რეალობა. სახალხო პროტესტმა აიძულა ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადამდგარიყო პოსტიდან, რომელიც მას მხოლოდ ხუთი დღე ეკავა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments