“ნაცები და მისი სატელიტები თანამედროვე ფაშისტები არიან”– ნიკოლოზ მჟავანაძე

  ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу ნიკოლოზ მჟავანაძეუფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ვაკის პარკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ინფორმაციას პორტალი “ულტრაპრესი” ავრცელებს.
     ,,ნაცების ლიდერებმა გვირგვინი მიიტანეს ვაკის პარკში, პარტიის წევრებმა კი ვაკის პარკის შესასვლელში აგინეს და ლანძღეს ომის ვეტერანებს. სამწუხაროდ, ფაშიზმი არ დამარცხებულა. ნაცები და მისი სატელიტები თანამედროვე ფაშისტებია.
      მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას თუ მართლა პატივს სცემთ ვეტერანებს პასუხი აგებინეთ და უმკაცრესად დასაჯეთ “თავისუფალი ზონის” წევრი გიორგი რუხაია რომელმაც დღეს ვაკის პარკთან ვეტერანები შეურაცყო . ლანძღავს და ემუქრება 100 წელს მიტანებულ გმირებს, თქვენი ბრალია აფხაზეთის ოკუპაციაო. აკრძალეთ ფაშისტური ორგანიზაციები “თავისუფალი ზონა” და ,,ნაციონალური მოძრაობა” თავისი სატელიტებითურთ,–” წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 შეგახსენებთ, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გიორგი რუხაიამ „კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა.

პარტია “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლებმა თბილისში, ვაკის პარკში, გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვაკის პარკში ამ დროს პარალელურად გაიმართა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები “სოციალისტური საქართველოს” წევრებს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments