რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

Картинки по запросу путин крым нашრუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კომპენსაციების გადახდა დაეკისრა. კერძოდ, ლაპარაკია უკრაინელი ინვესტორების სარჩელზე, რომელიც ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ukrhotnews-ი წერს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვმა 18 უკრაინულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამ კომპანიებს ქონება, ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად ჩამოართვეს.

2017 წელს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ ყირიმში მდებარე ქონების გარშემო დავები მის იურისდიქციაში შედის. მოსკოვმა სასამართლოს იურისდიქცია არ აღიარა და რუსეთის წარმომადგენელი საქმის მოსმენებს არ ესწრებოდა.

საქმის არსებითი განხილვა 2017 წელს შედგა.

საარბიტრაჟო სასამართლო სამი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან შედგება, ამასთან კრემლმა საკუთარი წარმომადგენლის წარდგენაზე უარი თქვა, რის გამოც ის ჰააგაში დანიშნეს.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments