ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს (ვიდეო)


Картинки по запросу ივანიშვილიქართულმა ოცნებამ” პარტიის მეხუთე ყრილობაზე თავმჯდომარედ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აირჩია.  ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დელეგატებს სიტყვითაც მიმართა.

“ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გააკეთა, სადაც ის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ილაპარაკა და სამი პრობლემა გამოყო: არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე დესტრუქციული მუხტი და ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები.

„ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს: პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

https://youtu.be/z8WId8YRKPs