თბილისელების მხოლოდ 54% თავს დაცულად გრძნობს

Похожее изображениеმსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 6.0 ქულით 29-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია (6.7), ხოლო ბოლოზე კოლუმბია (2.6). მოცემული ინდექსი ქვეყნის ბიზნეს სექტორისა და ტურიზმის უსაფრთხოების რისკებზე დაყრდნობით ანგარიშდება, მოიცავს ძალადობისა და ტერორიზმის მაჩვენებლებს და არ ითვალისწინებს მსუბუქ კრიმინალს (ბმული).

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ მათ დასახლებაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე მაჩვენებელი მცირედ გაუარესებულია – 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით დაცულად თავს მოსახლეობის 88% გრძნობდა, 2015 წელს კი 85%. საინტერესოა, რომ სოფლის მოსახლეობას უსაფრთხოების უფრო მაღალი განცდა აქვს (91%), ვიდრე ქალაქად მცხოვრებთ (77%), ყველაზე ნაკლებად კი თავს დაცულად თბილისელები გრძნობენ (54%).

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების განცდა კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში – კაცების 77% თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა ქალებში იგივე მაჩვენებელი 69%-ია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს წვრილმანი ხულიგნობა, ოჯახური ძალადობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლოს მოხმარება წარმოადგენს. თუმცა, მთავარ პრობლემად მაინც ალკოჰოლის მოხმარება სახელდება (29%), რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს თბილისელები აკეთებენ (58%).

კვლევა 2017 წლის მარტში ჩაატარა ეისითიმ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC)  დაკვეთით. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით  კმაყოფილების დონის დასადგენად საქართველოს მაშტაბით 3400 ზრდასრული რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის სრულ შედეგები   ამ ბმულზე.

image_pdfimage_print

Comments

comments