უფლებადამცველების განცხადება კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

Похожее изображениеუფლებადამცველი ორგანიზაციები 12 მაისს, ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ერთობლვ განცხადებას ავრცელებენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 10 მაისის სასამართლო განჩინების საფუძველზე, შსს-მთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციას არ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

1. დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;

2. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;

3. სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;

4. მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა” – წერია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

image_pdfimage_print

Comments

comments