“ლიბერასტული მმართველობა, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა შეწყდეს ”

Картинки по запросу სანდრო ბრეგაძე“ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა  პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.  როგორც “ნიუპოსტს” აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა ,ისინი 17 მაისამდე მოქმედებების შეჩერებას არ აპირებენ.

სანდრო ბრეგაძე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ აქციის შეწყვეტას სწორედ “ქართველი ხალხის მოთხოვნას” უკავშირებს.

“ გვინდა უბრალოდ გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი ფორმით დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერასტული მმართველობა, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა შეწყდეს ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც შეეხება 17 მაისს დაგეგმილ აქციას ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთაველზე”განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს” არ გაატარებს.

image_pdfimage_print

Comments

comments