“ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები საერთო პრობლემაა”

Картинки по запросу გახარიაშსს-ში “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წარმომადგენლებისა და გიორგი გახარიას შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ  უწყებაში მზად არიან განიხილონ ყველა საკითხი.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არის საერთო პრობლემა და როდესაც შსს-ს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს.

“ჩვენ ვართ მზად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც არსებობს. განსაკუთრებით პარასკევის მოვლენებთან დაკავშირებით. შეიქმნება 2 ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მეორე იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებებზე”, – განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ განმარტა, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა.

“შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირი განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წუხელ მინისტრსა და მოძრაობის წევრებს შორის შეხვედრა საათზე მეტი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეული შეთანხმებები აქციის მონაწილეებს მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა გააცნო, თუმცა მინისტრის შეთავაზებები  აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოითქვა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ დანაპირები შესრულდება. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

 

თბილისში 12-13 მაისს “თეთრი ხმაურის” მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

image_pdfimage_print

Comments

comments