სამღვდელო პირებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აკურთხეს

Фото გლდანის ეპარქია The Orthodox Eparchy of Gldani.დღეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის შემდეგ სამღვდელო პირებმა მცირე პარაკლისი გადაიხადეს და  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აკურთხეს.

ადგილზე შეკრებილმა  მორწმუნეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს,  სანთლები დაანთეს და საქართველოსთვის დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც ჟურნალისტებს მამა ბასილ მკალავიშვილმა განუცხადა, მშვიდობიანი აქციის მიზანი “იმ ადგილის კურთხევა და განწმენდა იყო, სადაც საქართველოს  საუკეთესო შვილებმა სამშობლოსთვის სისხლი დაღვარეს, ხოლო ამ დღეებში გამოსულმა ლიბერალურმა ახალგაზრდებმა კი  შებილწეს”.

“საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ყველამ ვიხილეთ, ეს ორი დღე როგორ ცეკვავდნენ და ერთობოდნენ  აქ  სოდომ–გომორის მიმდევრები და ეს წმიდა ადგილი შებილწეს. ქართველი ერი წინ უნდა აღუდგეს ერის გარყვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვა არ აგვცდება. მოვუწოდებ მას–მედიის წარმომადგენლებს, ობიქტურად და სამართლიანად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები და დაიცვან მართლმადიდებლობა.”– განაცხადა მოძღვარმა.

image_pdfimage_print

Comments

comments