MDF –ი ქართულ მედიაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ გზავნილებს ითვლის

Картинки по запросу в соцсетяхმედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით, 2017 წელს 17 მედიასაშუალებაში სულ 1 967 ანტიდასავლური კომენტარი გავრცელდა. წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.

2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%). ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37). შედეგები ტელევიზიის ოთხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ხუთი ტოქ-შოუს, შვიდი ონლაინგამოცემისა და ოთხი გაზეთის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

2017 წელს მონიტორინგის სუბიექტ 17 მედია საშუალებაში სულ 1967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა.

2015-2016 წლებისგან განსხვავებით, როცა დომინანტი ადამიანის იდენტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნეგატიური გზავნილები იყო, 2017 წელს წინა პლანზე საგარეო პოლიტიკურმა თემატიკამ წამოიწია, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად. ასეთი ცვლილება კრემლისტური აქტორების კომუნიკაციის სტრატეგიაში აჩვენებს, რომ „იდენტობის დაკარგვის საფრთხე“ უფრო ტაქტიკური გზავნილი იყო, რომელმაც საწყისს ეტაპზე ნიადაგი შეამზადა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების (ამერიკა, NATO, ევროკავშირი) დემონიზებაზე მიმართული გზავნილები უფრო სტრატეგიული ხასიათისაა.

წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ. 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექსტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 7,3%-ს შეადგენს და 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებით და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული კამპანიით უნდა იყოს განპირობებული.  წინა წლებისგან განსხვავებით, ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%). დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კომენტარებს (0,8%) ძირითადად 2 კრემლისტურ გამოცემაში – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“ ვხვდებით.

ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).

მთავარი მიგნებებიКартинки по запросу россия США

ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3 საფეხურიანია და მიზნად ისახავს: 1. საფრთხეების შექმნას; 2. პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას; 3. საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას.

გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ. ესენია: ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის, ბიოდივერსიის, იდენტობის დაკარგვის.

144 ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ მედია საშუალებები ხშირად იყენებდნენ ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს, სოციალურ მედიას, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივ წყაროს, ისტორიის ფაბრიკაციას, ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენის მეთოდს, კონსპირაციებს.

ისტორიის ფაბრიკაციაში ყველაზე დიდი წილი საბჭოთა წარსულის გაყალბებაზე და საბჭოთა წყობის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებაზე მოდის. აქტიურად გამოიყენებოდა დეფლექციური წყაროს მოდელი, როცა გზავნილის ან ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, პროპაგანდისტი ქმნის დეფლექციურ წყაროს, რომელსაც ინფორმაციის მიმღები არ აკავშირებს პროპაგანდისტთან და იმ მედიუმის (დეფლექციური წყაროს) ინფორმაციად აღიქვამს, რომელშიც ის გამოქვეყნდა.

გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Geworld.ge, საქინფორმი, ტვ „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო. პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130) ლიდერობს, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40) მოსდევენ.

მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლისტური გზავნილები სისტემურად და ცენტრალიზებულად ვრცელდება, მათი გავრცელების არხები საკმაოდ ფრაგმენტიზირებულია (მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ონლაინ პლატფორმები, არასამთავრობო ორგანიზაციები), რაც ახალ მედია ეკოსისტემაში მათ სისტემურ მონიტორინგსა და გავლენის გაზომვას ართულებს.

image_pdfimage_print

Comments

comments