17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება

Картинки по запросу семья17 მაისს საპატრიარქოს ინიციტივით ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

“17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ბოლო დროინდელ საჯარო გამოსვლაში დღესასწაულისათვის შეუფერებელი რიტორიკა იგრძნობოდა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი მსვლელობა რაიმე აგრესიულობასთან დაკავშირებული საერთოდ არ არის და გვსურს, ოჯახის სიწმინდის და იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული სახალხო ზეიმად იქცეს. ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.

ამიტომაც ვთხოვთ ყველას, ვისაც სურს, მკვეთრი განწყობა გამოხატოს, თავი შეიკავოს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისაგან.

ასევე მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აღკვეთონ მსვლელობასთან დაკავშირებული ყოველგვარი შესაძლო აგრესიული ქმედება, ან პროვოკაცია, ვისი მხრიდანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”- აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო სამართალდამცველებს მოუწოდებს, მსვლელობის დროს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments