ჯორჯ სოროსის ფონდმა უნგრეთი დატოვა


Похожее изображениеამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს. როგორც ფონდ „ღია საზოგადოებაში“ განმარტეს, ოფისი დაიხურება, რადგან ქვეყანაში „რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო“ გარემოა.

„ოფისის დახურვის გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ უნგრეთის მთავრობა აპირებს, დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო პაკეტით, რომელსაც მათ „შეაჩერე სოროსი“ უწოდეს.”- განაცხადეს ფონდში.

ოფისის თანამშრომლები ბერლინში გადავლენ.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია „შეაჩერე სოროსი“აპრილის დასაწყისში წამოიწყო.  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი” (CEU) ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში 1991 წელს დააარსა. უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

imedinews.ge