ნიდერლანდების ელჩი ლგბტ აქტივისტების აქციაზე მივიდა

Картинки по запросу იოჰანეს დუმა lgbtმთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლგბტ ჯგუფის აქტივისტები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მივიდა. ინფორმაციას  imedinews.ge ავრცელებს.

იოჰანეს დუმას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ, თავს დაცულად და თავისუფლად უნდა გრძნობდნენ.

“ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ერთად ვართ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ დიპლომატები მოვედით, არის ის, რომ აქ დაუცველობის შეგრძნებაა. ადამიანები კი, რომლებიც თავისუფალ აზრზს მშვიდობიანად გამოხატავენ, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. მადლობელი ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელმაც უსაფრთხოების გარანტია მოგვცა. ვიმედოვნებ, მომავალში ამ დღეს უფრო მასშტაბურად და თავისუფლად აღვნიშნავთ.”- განაცხადა ელჩმა.

ამასთან, იოჰანეს დუმამ განაცხადა, რომ შსს-ს მუშაობით კმაყოფილია.

ლგბტ აქტივისტებმა თბილისის 5 ადგილას პარტიზანული აქციები გამართეს. აქციები გაიმართა: იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაკის პარკში მემორიალთან. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. ბოლოს, აქტივისტებმა ლისის ქუჩაზე ლგბტ დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს.

მთელი დღეს კანცელარიის შენობამდე მისასვლელი ქუჩები იყო ჩაკეტილი.

image_pdfimage_print

Comments

comments