17 მაისის აქციები – დაკავებულია 100–მდე მონაწილე


მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარლამენტის წინ  აქცია ჩანიშნული არ იყო, ადგილზე ხალხი მაინც იკრიბებოდა,  ძირითადად “ქართული მარშისა” და “ქართული მისიის” მხარდამჭერები.

მარშელები თავდაპირველად პირველ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც მათ ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე პოლიციამ დააკავა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტისკენ გადავიდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრა, თუმცა თანაგუნდელებმა მათ პარლამენტისკენ დაბრუნება მოუწოდეს.

დღესვე, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი დააკავეს. უწყების განცხადებით, მოძრაობის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს . მოძრაობის ინფორმაციით, უწყებამ მოძრაობის “შავპერანგიანთა ასმეთაური” თორნიკე ვაშაკიძე და “იდეოლოგიური მიმართულების მეთაური” ირაკლი ღუტიძე დააკავა.

საერთო ჯამში თბილისში  სხვადასხვა ადგილას აქციების 100–მდე  მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა. მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.

 

„შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან ვინც დღეს აქ მოსვლას გეგმავს ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ დღეს თავიანთი აზრი“- განაცხადა თოლორაიამ.

Картинки по запросу პარლამენტის წინ ქართული მარშის და ქართული მისიის მხარდამჭერები დააკავეს

კონტრაქციის წევრების დაკავება   სასულიერო პირმა,  დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა გააპროტესტა და  პოლიციას მოუწოდა, რომ არ მოახდინონ აქციის მონაწილეების დაკავება , რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა „მართლმადიდებლებს ეკუთვნით“.

„ვინც გამოვა და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს, არატრადიციული მიმდევარი იქნება თუ რისი მიმდევარი იქნება და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს ყველა დაიჭირეთ, დანარჩენებს თავი დაანებეთ. ვისაც დაიჭერთ ეკლესიაც გამოვა თქვენს წინააღმდეგ. ეს ქუჩა ეკუთვნის ეკლესიას 12 საათამდე. ჩვენ გზას ხომ არ ვკეტავთ? თქვენ ხელმძღვანელობას გადაეცით ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ . ეს არის მართლმადიდებლების ზეიმი. 12 საათის შემდეგ რაც უნდათ ის უქნიათ.“- განაცხადა დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა.

დეკანოზ ელიზბარის თქმით, უნდა დაისაჯონ ის არასამთავრობოები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს იყენებენ აქციის მოწყობაში და მათი მეშვეობით ეკლესიას უპირისპიდებიან

„ის არასამთავრობოები, რომლებიც იყენებენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის, უნდა დაისაჯონ.“- განაცხადა დეკანოზმა.

Похожее изображение

„ქართული მარშის“ ლიდერი ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული პირების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრება და აცხადებს, რომ ამას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს:

„დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, ასეთი დაკავებები მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული. ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას, რათა სასწრაფოდ გაათავისუფლონ ეს ადამიანები საპყრობილედან. დღეიდან დაიწყება ეს ყველაფერი. მე როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას და მივმართავ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა ის ლიდერი, რომელიც არის დაპატიმრებული, თორემ ამას მოჰყვება შემდგომში გამოუსწორებელი შედეგები, რომლის წარმოდგენაც არ მინდა ახლა. გზის გადაკეტვა და სხვა ღონისძიებები შესაძლოა ყველაზე რბილი ფორმა იყოს ამ შემთხვევაში.“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

www.premiumi.ge