ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე თბილისში

დღეს დილით  40 ეპარქიიდან მრევლი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. მსვლელობა დაახლოებით 12:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყო.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მოქალაქეები ვარდების მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.  მრევლი ქაშვეთის ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო, ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეებს პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაც, საიდანაც მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა.  აქციას შეუერთდა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა  შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

image_pdfimage_print

Comments

comments