პოლიციამ “აიისას” დამფუძნებელი დააკავა

Похожее изображениеპრეზერვატივების ბრენდის, “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე პოლიციამ ჯერ დააკავა, შემდეგ კი გაბერილი პრეზერვატივები დაუჩუტა.

შემთხვევა გუშინ, 17 მაისს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ანანია გაჩეჩილაძე განყოფილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს.

როგორც ის ტაბულასთან ყვება, კომპანია “აიისამ” გადაწყვიტა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ ფერების, გაბერილი პრეზერვატივები რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ ჰაერში გაეშვა. 69 ცალი, 130 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის გაბერილი პრეზერვატივი მას თაბუკაშვილის ქუჩაზე კურიერმა მიაწოდა, რომელსაც პოლიცია გამოჰყვა და კომპანიის დამფუძნებელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. საგამოძიებო უწყება ანანია გაჩეჩილაძეს “უმისამართო გინებას” ედავება, თუმცა ის ამბობს, რომ არ შეუგინია და ამას ვერ დაუმტკიცებენ.

“ტაქსი როგორც კი მოვიდა, პოლიციას ვუთხარი, რომ პრეზერვატივები ჩემია. ჩანთა გამიხსნეს, რისი საფუძველიც არ ჰქონდათ. ფერადი ფხვნილები მქონდა და ამომაცალეს. მითხრეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხარო, გამიკვირდა. ჩამსვეს მანქანაში და მატარეს, ტელეფონი წამართვეს. შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათი განყოფილებაში ვიყავი. როგორც მიხვდი, ამის მიზანი ის იყო, რომ იქაურობისთვის გავერიდებინე”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება ფერად ფხვნილებსა და პრეზერვატივებს, “აიისას” დამფუძნებელი ამბობს, რომ განყოფილებიდან გამოსვლისას ფხვნილები დაუბრუნეს, პრეზერვატივები კი არა.

“მერე ადვოკატთან ერთად დავრეკე ტაქსისტთან და ადგილზე დახეთქეს, გაანადგურესო გვითხრა”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

ის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს და 17 მაისს მისი გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციას “აიისას” დამფუძნებლის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა.

 tabula.ge

image_pdfimage_print

Comments

comments