ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებენ

Фото საავტომობილო გზების დეპარტამენტი.მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. მათი განცხადებით, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, გზა ორმოულად შეკეთდება და გაკეთდება ჰორიზონტალური მონიშვნები, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

უწყების განცხადებით, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

image_pdfimage_print

Comments

comments