მცხეთის მიწათსარგებლობის გენგეგმისთვის ტენდერი გამოცხადდა

Картинки по запросу მცხეთამცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ მომსახურების შემსყიდველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია ისიც, რომ გენგემის მომზადების თაობაზე ტენდერი მეორედ ცხადდება, რადგან პირველი დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა.  2015-2016 წლებში ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადდა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დოკუმენტი წარედგინა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, თუმცა, არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, არ დამტკიცდა.

2015-2016 წლებში დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიას, რომელშიც სრულად არ შედიოდა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის აუცილებელი ისტორიული ლანდშაფტი, მათ შორის ჯვრის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რაც 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე დამტკიცდა როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ბუფერული ზონა, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პირველი ტენდერის ღირებულება 160 000 ლარი იყო.

image_pdfimage_print

Comments

comments