ამოუხსნელი თავსატეხი: რა იწვევს უეცარ დაბნელებას და დროში დაკარგვას?


Картинки по запросу тьма египетскаяეგვიპტის წყვდიადი, რომელმაც სამი დღე გასტანა, ძველ აღთქმაშია აღწერილი. ეს მოვლენა დღემდე მეორდება. ისტორიას რამოდენიმე შემთხვევა ახსოვს, როდესაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე დედამიწა სრულმა სიბნელემ დაფარა. წარსულში ამ მოვლენას ღვთის რისხვად აღიქვამდნენ, დღეს კი მას ანომალურ მოვლენას უწოდებენ. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ  ამ მოვლენის მიზეზს ვერ მიაგნო.

ლონდონის წყვდიადი

1904 წლის 2 აპრილს ლონდონის მეტროპოლიტენის სადგური უიმბლდონი უეცრად უკუნითმა სიბნელემ მოიცვა, რამაც მგზავრებსა და პერსონალში პანიკა გამოიწვია. რამოდენიმე წუთში წყვდიადი გაქრა, საზოგადოებამ კი  ახსნა–განმარტება მთავრობას მოსთხოვა. ქალაქის მერიამ მეცნიერებს მიმართა, თუმცა ჩატარებულმა  ექსპერიმენტმა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვერ გასცა. მათ ვერ შექმნეს სრული წყვდიადი, ამიტომაც ვარაუდი გამოთქვეს, რომ  მიწის წიაღიდან უცნობი აირები ამოიფქვრა, რომლებმაც  ადამიანებში დროებითი სიბრმავე გამოიწვია. თუმცა არც ეს ვერსია გამოდგა მართალი, რადგან სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ მგზავრებსა და პერსონალს თვალის არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდათ. ასე რომ ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა…

ამერიკული წყვდიადი

რამოდენიმე წლის შემდეგ „ეგვიპტურმა წყვდიადმა“ ამერიკული ქალაქი ლუისვილი (კენტუკის შტატი) დაფარა. 1911 წლის  7 მარტი იდგა. დღის 16:00 საათზე ქალაქში უკუნითი სიბნელე ჩამოწვა. იმ მომენტისთვის ქალაქში 50 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამიტომ ჩვენებებში ფალსიფიკაციას ადგილი ნამდვილად არ ექნებოდა.

ლუისვილის მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ ფიზიკურად შეიგრძნობდნენ სიბნელეს – ჰაერი თითქოს გამკვრივდა და გადაადგილებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდებოდა, როგორც წყლისქვეშ. კიდევ ერთი დეტალი – თამბაქოს მწეველები დაბნელების დროს ასანთს ცეცხლს, რომ უკიდებდნენ – ესმოდათ ანთებული ასანთის ხმა, ალი თითებს უწვავდა, მაგრამ არ ანათებდა! მოქალაქეები სივრცის ცდომილებაზე საუბრობდნენ. ვინც სრულ სიბნელეში გადაადგილება გაბედა, დიდი მოშორების მანძილზე აღმოჩნდა. წყვდიადი ერთი საათის შემდეგ გაქრა, ქალაქი ნელ–ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ მოქალაქეები კიდევ დიდ ხანს იხსენებდნენ ამ უჩვეულო მოვლენას.

ფრანგული წყვდიადი

სრული წყვდიადის კიდევ ერთი უჩვეულო თვისება  მკვეთრად გამოვლინდა საფრანგეთში, ქალაქ არპეში. 1957 წლის 16 ივლისს 54 წლის ქალბატონმა ჟენემ, რომელიც ძიძად მუშაობდა, ჩვეულებისამერ ბავშვი ქალაქის პარკში წაიყვანა. ეტლი ხის ჩდილში დადგა, თვითონაც გვერდით მიუჯდა. უეცრად ჩამობნელდა, თითქოს ყველგან შუქი ჩაქრაო. ბავშვი ატირდა, მადამ ჟენემ ხელით მოძებნა ეტლი, ბავშვი ამოიყვანა და ჩაიკრა…ასე დაახლოებით 15 წუთი იჯდა, მერე კი წყვდიადი უეცრად გაქრა, მაგრამ პარკში  შუადღის ნაცვლად რატომღაც საღამო ოყო! … ძიძამ ბავშვი ეტლში ჩააწვინა და სახლში დაბრუნდა, იქ კი ატირებული  მშობლები დახვდნენ. აღმოჩნდა, რომ ძიძა და ბავშვი სამი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ სახლში! პოლიციას და მოხალისეებს მთელი ქალაქი თავდაყირა დაუყენებიათ, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს…

Похожее изображение

მადამ ჟენე ცნობილი იყო როგორც გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და სერიოზული ქალბატონი, ამიტომ მის მონათხრობს დაუჯერეს. მეტიც, ეტლში ბვაშვის საფენების მარაგი  ხელუხლებელი იყო, ხოლო სათადარიგო ბოთლი – რძით სავსე. მომხდარს ვერნაირი ახსნა მოუძებნეს, თუმცა გამოიკვეთა ერთი ფაქტი: უკუნითი წყვდიადი დროის ქრონომეტრაჟზე ახდენს გავლენას.

ტაჯიკეთის წყვდიადი

ბოლო შემთხვევა 1979 წელს ტაჯიკეთში დაფიქსირდა. ზაფხულის თბილ საღამოს გისარის ქედის მთისწინში ოთხი მთასვლელი დაბანაკდა. ის იყო, კოცონი უნდა დაენთოთ, რომ უეცრად იქაურობა სრულმა წყვდიადმა მოიცვა. საბედნიეროდ, ოთხივემ მოასწრეს ხელების ჩაკიდება, ყვიროდნენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმოდათ. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდათ, თითქოს სათითაოდ ხმაგაუმტარი ჩაფხუტები ჩამოაცვეს თავზე… მათი ვარაუდით, უცნაურმა მოვლენამ 5 წუთი გასტანა, რის შემდეგაც უეცრად განაათდა, მზე კაშკაშებდა, საათზე კი შუადღე იყო. ქვემოთ, მთავარ ბანაკში  ჩასულმა მთასვლელებმა შეიტყვეს, რომ თითქმის 2 დღე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათ მაშველები ეძებდნენ.

Похожее изображение

თანამედროვე მეცნიერება სრული დაბნელების ფენომენს დღემდე ვერ ხსნის, იკვეთება მხოლოდ რამოდენიმე კანონზომიერება – დროის და სივრცის ცდომილება.  ვარაუდობენ, რომ სინათლის ტალღები ანუ  ელექტრომაგნიტური რხევები გარკვეულ პერიოდში ისეთ მდგომარეობაში გადადიან, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. ამაზე კე დედამიწის მაგნიტური ველი ახდენს ზემოქმედებას, თუმცა მისი ამგვარი ცვლილების მიზეზი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაუგებარია, ისევე, როგორც აუხსნელია დროისა და სივრცის ცდომილება.

vitatrans.net