ყიფიანის ქუჩაზე ქვების ცვენა გრძელდება

Картинки по запросу მთაწმინდაზე კლდემთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე ქვების ცვენა გრძელდება. ეს სწორედ იმ ადგილზე ხდება, სადაც დილით კლდე ჩამოიშალა. კლდის ძირში კი სასტუმროს მშენებლობაა დაწყებული.  სავარაუდოდ, ამ ადგილზე, კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. 

მთაწმინდაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერი. მან შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, გაარკვიონ, თუ რამ გამოიწვია დღეს მომხდარი ინციდენტი.

“მინდა დავავალო ილია ელოშვილს, რომ დღესვე, დაიბარონ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ამოწიონ ყველა დოკუმენტაცია ამ სამშენებლო ობიექტის შესახებ და დრის ბოლოს გარკვეული იყოს ყველაფერი”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს უზრუნველყონ სამშენებლო კომპანიებზე დასაქმებულების უსაფრთხოება. სამშენებლო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების უსაფრთხოება და დაიცვან ყველა ნორმა, რაც მშენებლობას უკავშირდება.

image_pdfimage_print

Comments

comments