“პროკურატურამ გაწელა საქმე, შექმნა გაურკვევლობის განცდა”

“არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია! მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა.  დღევანდელ სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა ეს “ინსტიტუციური კრახი”.

ამას რომ იყენებს ოპოზიცია, რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს,  ბუნებრივია.

ნათელია,  რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის. მის მიერ ჩატოვებული პროკურატურაში და სასამართლოში წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.

ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება,  რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის წრმოებეი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.  მთავარი დღეს არის ერთი : ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!  დროა გაიწმინდოს პროკურატურა ! ეს დრო დიდი ხანია დადგა!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments