აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

Похожее изображениеაფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარა“  პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას  მოითხოვს.  

პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის ალხას კვიცინიას განცხადებით, აფხაზეთში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება დეგრადირებულია, ხოლო საზოგადოება გახლეჩილი. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხაჯიმბას ხელისუფლებას, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა რეფორმებს, სასიკეთო ცვლილებებს, დასაქმებას და ღირსეულ პენსიას.

გუშინ გამართულ ყრილობაზე მიიღეს ე.წ. რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაჯიმბას არაკომპეტენტური საქმიანობა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. „ამცახარას“ შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემების და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ხაჯიმბამ ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ამცახარა“ საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება.

“ამცახარა” ასევე ეწინააღმდეგება აფხაზეთის პარლამენტური მმართველობის სისტემის გადასვლას, რადგან ეს ნაბიჯი სუსტი “სახელმწიფოსთვის” სახიფათო მიაჩნია.

В Сухуме прошел  X съезд  ПП «Амцахара»

ოპოზიციური პარტიების კავშირის თავმჯდომარე  ასლან ბჟანიას განცხადებით,  მოქმედ ხლისუფლებას  ” არ გაჩნია ქვეყნის განვითარების პროგრამა”.

“ზღვაში მივცურავთ, საჭე და მარშრუტი კი არ გაგვაჩნია. ასეთი მგზავრობა კატასტროფის მომასწავებელია,” – მიაჩნია ასლან ბჟანიას.

შსს–ს ყოფილი მინისტრი რაულ ლოლუა ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებს პასუხს არ სცემს.

“მოსახლეობის ცხოვრების დონე განუწყვეტლივ დაბლა ეცემა, ჩინოსნები კი დიდ თანხებს ძვირადღირებულ ავტომანქანებსა და ბიზნის–კლასით მოგზაურობებზე ხარჯავენ,” – განაცხადა რაულ ლოლუამ.

interfax.ru

 

image_pdfimage_print

Comments

comments