ოპოზიცია – კალაძე მეტროს გადაცემას რუსული კომპანიისთვის აპირებს

Похожее изображениеსაკრებულოს ოპოზიციამ  დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეტროს მართვის სადავეები შესაძლოა ერთ-ერთ რუსულ კომპანიას  გადასცენ. 

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, თუმცა გარიგების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.  ოპოზიციური პარტია  მერიისგან ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

„დედაქალაქის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რომ მეტროს მართვის სადავეები გადაეცეს კონკრეტულ კომპანიას სადაც წილებს ფლობს რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია და კონკრეტულად ვინმე გენადი სტრელცოვი. საბოლოოდ შესაძლოა მივიღოთ ის, რომ სტრატეგიული ობიექტი გადავცეთ მტრის კომპანიას რომელიც წარმოდგენილია საქართველოში ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ 50% ფლობს დედაქალაქის მერია ამ კომპანიაშიც, 50% მფლობელი არის სწორედ ეს რუსული კომპანია.

არსებობს საფრთხე, მითუმეტეს ჩვენ კახი კალაძისგან ვართ ნაჩვევი და გვინახავს როგორ გაუტარებია იგივე გაზპრომთან მიმართებაში რუსული ინტერესები.ეს არის სახიფათო თამაში, როცა სტრატეგიული ობიექტი შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს რუსეთის ფედერაციას,“ -აცხადებს ხაბეიშვილი.

image_pdfimage_print

Comments

comments